თამარ ტალიაშვილმა სტრასბურში სიტყვით გამოსვლისას  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს მიმართა

ათეა-სა და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა - თამარ ტალიაშვილმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს კონგრესის 36-ე სესიაზე განცხადება გააკეთა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს- ტორბიორნ იაგლანდს მიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციიდან აცნობეს..

„ნება მიბოძეთ, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოსა და კონგრესს, საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ოკუპაციისა და განგრძობადი წნეხისა, ჩვენ, ქართველი ხალხი უკომპრომისოდ ვაგრძელებთ ჩვენს ევროპულ გზაზე წინსვლას, ვრჩებით რა ერთგულნი საერთო ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის, სამართლიანობისა და თავისუფლებისა “. - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას 1990 წლიდან დღემდე, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გატარებული სამხედრო მოქმედებების, მცოცავი ოკუპაციის შედეგებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. მანვე ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკაზე, დევნილთა საცხოვრებელ და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და მთავრობის სტრატეგიაზე ისაუბრა.

როგორც თამარ ტალიაშვილმა მიმართვისას აღნიშნა, ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ, დევნილთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება წარმოადგენს. ათეა-ს ვიცე-პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის, დევნილთა საცხოვრებელ და სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებებსა და მთავრობის სტრატეგიაზე.

საქართველოს დელეგაციას, რომელიც სტრასბურგში 31 მარტს გაემგზავრა, თამარ ტალიაშვილთან ერთად, ათეა-ს პირველი ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე - გიორგი ტყემალაძე, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის საკრებულოების წევრები- ბექა დავითულიანი, ნინო ქავთარაძე და სევდია უგრეხელიძე, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი - ირაკლი ჭეიშვილი წარმოადგენენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს