ადვოკატი - ჯერ არ გამირკვევია,  რის გამო დატოვა  ქვეყანა დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა, თუმცა ის უნდა დაებარებინათ საგამოძიებო ორგანოებში

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ელისო რუხაძის განცხადებით, მას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუცა მიიჩნევს, რომ ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უნდა დაებარებინათ. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მრავალსაათიანი გამოკითხვის შემდეგ განუცხადა, რომელიც ყოფილი მეუღლის, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მხრიდან შესაძლო ძალადობის შემთხვევას უკავშირდებოდა.

"ისევე გავიგე მედიისგან ეს ინფორმაცია, როგორც საზოგადოების სხვა წევრებმა. ვფიქრობ, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში. მქონდა ეს მოლოდინი, როგორც სხვა საქმეებში ხდება ხოლმე და ვფიქრობთ, რომ დავით ბაგრატიონის მიმართ მოქმედებს სამართლის ნორმები ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეების მიმართ. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრივილეგიებით უნდა ისარგებლოს ან დავით ბაგრატიონმა ან ანა ბაგრატიონმა გამოძიების პროცესში. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად, აქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე ჯერ არ გამირკვევია, რის გამო დატოვა მან ქვეყანა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ანა ბაგრატიონის გამოკითხვა დასრულდებოდა, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში",- განაცხადა ელისო რუხაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო