აღმაშენებლის ხეივანში წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე  ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღმაშენებლის ხეივანის მე-14 კმ-ზე წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ორ მაგისტრალზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მონტაჟდება. შედეგად საბურთალოს რაიონის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

აღნიშნული ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 5 აპრილიდან, დილის 10:00 საათიდან 6 აპრილის, დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას გამზირს, კვარტლებს და ნუცუბიძის მ/რ-ებს, ყაზბეგის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს და მიმდებარე ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, წყნეთს და კაკლების დასახლებას.

გლდანის რაიონში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, "ფეისბუქისა" და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა