„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს

გამოკითხული მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50% ფიქრობს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კლევაში.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - „კლანი“ არსებობს. მათგან 87% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა „კლანი“ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა „კლანის“ წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.

კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის დიდი უმრავლესობის 83%-ის აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.

იმ პირობებში, როდესაც სასამართლი სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41 პროცენტის აზრით, ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.

იხილეთ ვიდეო: "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" - მოსახლეობის 43%-ის აზრით, სასამართლოში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი - "კლანი" არსებობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა