დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა

დიდ დიღომში, თავდადებულის ქუჩა N2, პეტრიწის ქუჩა N27ა და პეტრიწის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დასრულდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი, ჯამში, 4 500 კვ.მ ფართობზე დაიგო, მოეწყო ბორდიური, თავდადებულის N2-ის მიმდებარედ კი, საფეხმავლო ბილიკი მოწესრიგდა.

მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„დიდ დიღომში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. თავდადებულისა და პეტრიწის ქუჩებზე მცხოვრები 318 ოჯახი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, კეთილმოწყობილი და კომფორტული გზით ისარგებლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

დიდ დიღომში, ასევე, პეტრიწის ქუჩა N2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაც წესრიგდება, სადაც ასფალტის საფარის დასაგებად, გზის საფუძველი მზადდება.

სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩი“ ახორციელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა