„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევა - გამოკითხული მოსახლეობის 55% სრულად ენდობა ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგად ცნობილი ხდება, რომ გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 55% სრულად ენდობა ეკლესიას ან რელიგიური აღმსარებლობის ორგანიზაციებს.

კითხვაზე, რამდენად ენდობით ან არ ენდობით ეკლესიას, 19% პასუხობს, რომ უფრო ენდობა ვიდრე არ ენდობა, 17% ნაწილობრივ ენდობა ან არ ენდობა, 4 % საერთოდ არ ენდობა, 5% უფრო არ ენდობა ვიდრე ენდობა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი, კვლევის ცდომილება 2,3%-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა