ზურაბ ჭიაბერაშვილი - კობა გვენეტაძესთან ჩვენი მთავარი პრეტენზია ის საბანკო რეგულაციებია, რომელმაც ათიათასობით ადამიანი აზარალა

“ევროპული საქართველოს“ წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, “ევროპული საქართველოს“ მთავარი პრეტენზია ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ის საბანკო რეგულაციებია, რომელმაც ათიათასობით ადამიანი აზარალა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, ახალი საბანკო რეგულაციები ეკონომიკის ძალიან ბევრ სექტორში უმუშევრობას ზრდის.

“თუკი მაღაზიებში გაყიდვები არ იქნება, დაიკარგება სამუშაო ადგილები და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დარჩება ვალაუვალი. ეროვნულმა ბანკმა რეგულაციებს აუცილებლად უნდა გადახედოს, რადგან ის კლავს ეკონომიკას და ზრდის უმუშევრობას”, - აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

გვენეტაძე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და საცალო დაკრედიტების რეგულაციების შესახებ ისაუბრებს, რის შემდეგ მოსმენა კითხვა - პასუხის და დებატების ფორმატში გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა, თუმცა მან პარლამენტს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პლენარულ სხდომაზე მოესმინათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა