ირაკლი კობახიძე - განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც განახლებული გუნდით შევხვდებით ყველა შემდეგ არჩევნებს

ზოგადად, განახლება სჭირდება ნებისმიერ პარტიას, მათ შორის საპარლამენტო არჩევნების წინ და ზოგადადაც, საჭიროა ახალი კადრების რეკრუტირება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კადრების მოძიების პროცესში მთელი პოლიტსაბჭოა ჩართული და მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილიც, რომელიც პოლიტსაბჭოს წევრთან ერთად პარტიის პოლიტიკური მდივანიც არის.

„ერთად ვმუშაობთ სიის განახლებაზე და შესაბამის ცვლილებებს საზოგადოება იხილავს. განახლება სჭირდება ყველა პარტიას და ჩვენც განახლებული გუნდით შევხვდებით ყველა შემდეგ არჩევნებს. ჯერ ახლა დაიწყო განახლება და რა მასშტაბით განხორციელდება, ეს ჯერ არ ვიცით. ზოგადად შეიძლება თქმა, რომ დღეს გუნდის თითოეული წევრი არის ღირებული, ამასთან ერთად განახლებაც მნიშვნელოვანია, რამდენად მასშტაბური იქნება ამას გვიჩვენებს ანალიზი, რომელიც განხორციელდება. სია ჯერ არ არის შედგენილი და არც მუშაობა დაიწყება. ამაზე მუშაობა მომავალი წლის ზაფხულამდე არ დაიწყება", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა სიაში ირაკლი ღარიბაშვილის მოხვედრაზე და აღნიშნა, რომ ეს თავად ღარიბაშვილზეა დამოკიდებული. რაც შეეხება უშუალოდ სიის პირველ ნომრებს, კობახიძის თქმით, ამაზე მსჯელობა არ დაწყებულა.

„იქნება თუ არა პირველ ათეულში, ეს თვითონ ირაკლიზეც არის დამოკიდებული, როგორი ხედვა აქვს პოლიტიკაში, როგორ, რა მიმართულებით ესახება თავისი პოლიტიკური მომავალი. ამაზე მსჯელობისთვის საკმარისი დრო გვაქვს შემდეგი წელიწადნახევარი და რა თქმა უნდა, ირაკლისთან კონსულტაციების საფუძველზე ყველაფერზე შევჯერდებით", -განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს