ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე - კადრების დეფიციტის კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას სოფლის მეურნეობა განიცდის

ჯერჯერობით გამოწვევების წინაშე ვდგავართ განათლებისა და პროფესიული სწავლების კუთხით, დღევანდელი შეხვედრა სამუშაო ჯგუფის შექმნას ემსახურება, რამდენადაც ცნობიერება პროფესიულ სწავლებაზე არ არის სათანადო დონეზე, - ამის შესახებ ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ ასოციაციის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტი „კომპეტენციები დასაქმებისთვის", რომელიც გასული წელს დაიწყო პროფესიული სწავლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია" world vision-თან ერთად ახორციელებს ევროკავშირის პროექტს, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ სწავლებას. მათ შორის შშმ პირებისთვის, კონფლიქტში მყოფი ადამიანებისთვის და სოციალურად დაუცველი პირებისთვის. პროექტი მიზნად ისახავს კომპეტენციის ამაღლებას და უზრუნველყოფს ამ პროცესში რეგიონების ჩართულობას", -განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

მისივე განმარტებით, კადრების დეფიციტის პრობლემა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ მწვავედ დგას.

„შეიძლება ითქვას, რომ კადრების დეფიციტის კუთხით ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ სოფლის მეურნეობა განიცდის. გვესაჭიროება ვეტერინარიის, აგრონომიის, გადამამუშავებელი მიმართულების სპეციალისტები და ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ბევრი მიმართულებით პროფესიულ სწავლებას", -განაცხადა ზამბახიძემ.

ცნობისთვის, პროექტი "კომპეტენციები დასაქმებისთვის" გასული წლის 15 თებერვალს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ის 4 რეგიონს მოიცავს, ესენია: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, მცხეთა-მთიანეთი. პროექტის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლები გადამზადების მსურველებს შემოდგომიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 1.5 მლნ ევროა, საიდანაც 1.4 მლნ ევროს ევროკავშირი აფინანსებს.

ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2020
ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს
თემურ ჩუბინიძე - ჩვენი მეშახტეები გმირები არიან
უძრავი ქონების პლატფორმა Livo სამშენებლო კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევს
"ავერსი" მომხმარებელს ახალ პროექტს - "სააფთიაქო თაროს" სთავაზობს
„ევრონიუს საქართველო“ საცდელ მაუწყებლობას იწყებს