პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო

პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ითვალისწინებდა, მესამე მოსმენით კენჭისყრის დროს ჩააგდო.

კანონპროექტს მხოლოდ 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი და კენჭისყრის ამ შედეგით მისი დამტკიცება ვერ მოხდა.

დეპუტატმა ლევან კობერიძემ, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო თუ რომელ პროექტს ეყრებოდა კენჭი და თუ კი რეგლამენტი შესაძლებლობას იძლეოდა, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარებულიყო. როგორც ირაკლი კობახიძემ კობერიძის პასუხად აღნიშნა, განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩქარებული წესით იხილავდა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტმა სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა