არჩილ თალაკვაძე - მსჯელობის საგანია ხომ არ არის საჭირო არჩევნების ან არჩევნების წინა დღე "სიჩუმის დღედ“ გამოცხადდეს

ნებისმიერ შემთხვევაში, ის რეკომენდაციები რაც ეუთო-მ მოგვცა განხილული იქნება და ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, რეკომენდაციები ეხება მაგალითად, გასაჩივრების განხილვის მექანიზმებს, ადგილობრივ დონეზე კომისიების დაკომპლექტების მექანიზმებს და სიძულვილის ენის დარეგულირებას. „არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება და გამოხატული მზადყოფნა,რომ ვიმუშაოთ ამ რეკომენდაციებზე და გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო. ნებისმიერ შემთხვევაში, ის რეკომენდაციები, რაც ეუთო-მ მოგვცა, იქნება განხილული და ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე განხორციელდება", -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერმა არჩევნების დროს, უბნებთან აგიტატორებთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ასეთ მექანიზმებს ევროპაში იყენებს კამპანიის დროს ნებისმიერი პარტია, უბრალოდ, მსჯელობის საგანია თუ რა დისტანციაზე შეიძლება ოპერირებდნენ პარტიები და ასევე ხომ არ არის საჭირო არჩევნების ან არჩევნების წინა დღე ერთგვარ "სიჩუმის დღედ“ გამოცხადდეს პოლიტიკური აგიტაციისა და კამპანიის თვალსაზრისით", - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეუთო-ს, ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე ისჯელეს.

აღნიშნულ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილიც დაესწრნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს