თორნიკე მამალაძე - დეკანოზს გუშინ ვესაუბრე, მას ხელ-ფეხი ისევ გაშეშებული აქვს - იმედი გვაქვს, საპატრიარქო პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს

დეკანოზს გუშინ ვესაუბრე, მას ხელ-ფეხი ისევ გაშეშებული აქვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა.

როგორც ის განმარტავს, მიუხედავად მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის სირთულისა, ის ამ დრომდე მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

„დეკანოზმა გუშინ დამირეკა, ის გაციებული იყო, ამ მხრივ, გამოჯანმრთელებისკენ მიდის, მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც, „მატროსოვიდან“ ღუდუშაურში გადაიყვანეს, კვლავ მოუგვარებელია და არანაირი ცვლილება არ არის. მარჯვენა ხელ-ფეხი ისევ გაშეშებული აქვს. ღუდუშაურიდან გადაყვანისას დაგვპირდენ, რომ ჩემი ძმის სათანადო მკურალობა მოხდებოდა, მაგრამ სახალხო დამცველის დასკვნაშიც ხედავთ, რომ ჩემი ძმის სათანადო მკურნალობა ვერ ხდება. შესაბამის სტრუქტურებს ვთხოვ, ჩემი ძმის ისეთ დაწესებულებაში გადაყვანა მოხდეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. იმედი გვაქვს, საპატრიარქო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს“, - განაცხადა მამალაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა