სანდრო ბრეგაძე - შეიქმნება ახალი მოძრაობა, რომელიც აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში მიიღებს მონაწილეობას

„ქართული მარშის“ წევრის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მემარჯვენე-ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელ მოძრაობას ქმნიან. მისი თქმით, მოძრაობა „ქართული მარშისა“ და „არმიის კონტროლის სამოქალაქო ჯგუფის“, მოძრაობა „ეროვნულებისა" და რამდენიმე სახალხო ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნება, პირობითი სახელწოდებით „ეროვნული ფრონტი".

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, ამ მოძრაობის წევრები „აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას".

„ქართული მარშის" ბაზაზე გაიხსნა ახალი ოფისი და „ქართულმა მარშმა" ახალი შემადგენლობით, რეორგანიზებულად და ახალი სისხლით დაიწყო მუშაობა იმ საკითხებზე, რაც არის ჩვენი ეროვნული ინტერესების სფერო. მინდა აღვნიშნო, რომ "ქართული მარშის" და რამოდენიმე სამოქალაქო ჯგუფი "მოძრაობა ეროვნულების" ბაზაზე, უახლოეს ხანებში, შეიქმნება და გამოცხადდება პოლიტიკური ორგანიზაცია, პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ჩაატარებს დაფუძნების ყრილობას. ეს მოძრაობა იქნება მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელი და ერთგვარი გაგრძელება იმ ევროპული ნაციონალიზმისა, რომელიც არის მაგალითისთვის, იტალიაში ვიცე-პრემიერის, ბატონო სოლვინის პარტია, ქალბატონი ლე პენის პარტიის მსგავსი საფრანგეთში. მონაწილეობას მივიღებთ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკურ პროცესში. არჩევნებშიც რა თქმა უნდა და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებში მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მოძრაობის ლიდერები, უახლოეს დღეებში, საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივით შევლენ, რომლის მიხედვითაც, „ეროვნების გრაფა და მამის სახელი პირადობის მოწმობებში და საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთის პასპორტში აღდგება".

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა