დავით ჭიჭინაძე კობა გვენეტაძეს - თუ არ მოხვალთ კომიტეტში, მე მოვალ თქვენთან კაბინეტში ხალხთან ერთად, დაგროვილი პრობლემებით

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პირდება, რომ თუკი ის კომიტეტის სხდომაზე არ მივა, ის თავად მივა მის კაბინეტში იმ პრობლემებით, რომელიც ქვეყანაშია დაგროვილი. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც ეროვნულ ბანკს სათავეში კობა გვენეტაძე ჩაუდგა, ხალხი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდა.

„ეს კაცი რატომ მოვიყვანეთ?! რა კითხვებიც დაგროვდა, იმაზე გვინდა პასუხები. თურმე მადლობები უნდა ვიხადოთ, რომ მოდიან აქ. რა მნიშვნელობა აქვს რომ მოდიან ეს მინისტრები? ყოველ დღე მათი განცხადებების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება. მე ამ ადამიანთან ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა. აქ არ იძლევა ფორმატი იმის საშუალებას, კითხვა დასვა და პასუხი მოისმინო. მე მაინტერესებს მოხვალთ თუ არა კომიტეტის სხდომაზე? ეს არის ჩემი ერთადერთი კითხვა ამ ფორმატში. თუ არა და მოვალ თქვენთან კაბინეტში პირდაპირ გეუბნებით იმ პრობლემებით, რომელიც არსებობს და იმ ხალხთან ერთად. ბატონო კობა არ მოგცემთ იმის ფუფუნებას, რომ კითხვებს რაც დაგროვდა და იმ უსამართლობას, რომელიც საბანკო სფეროში არსებობს გვერდი ავუაროთ. წელიწადნახევარია ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხართ და ისეთი უმსგავსობები ხდება თქვენს პერიოდში, რომ ამის ატანა აღარ შეიძლება. ხალხი თქვენი მოსვლის შემდეგ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ჩავარდა“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა