მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით, ამხანაგობა „აქოლისმა“ პირველი ეტაპის სამუშაოები წარადგინა

ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამხანაგობა „აქოლისიდან“ აცნობეს, მომსახურების I ეტაპი მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისთვის, წინასაპროექტო კვლევასა და სტრატეგიული განვითარების ხედვის (კონცეფციის) შემუშავებას, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემუშავებისთვის საკანონმდებლო ბაზის კვლევას ითვალისწინებდა.

მათივე ინფორმაციით, შინაარსობრივად, I ეტაპზე ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა: ფიზიკური გარემოს კვლევას, რომელიც, თავის მხრივ, შედგებოდა ფიზიკური გარემოს ფიქსაციის, კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების მონაცემების შეგროვებისა და უფლებრივი გარემოს ფიქსაციისგან; დოკუმენტურ კვლევასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

1) ორთოფოტოსურათი და ლიდარული სკანირება;

2) ტოპოგეოდეზიური რუკა;

3) საკადასტრო რუკა და უფლებრივი მონაცემები;

4) საყრდენი (საბაზისო) რუკა;

5) საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის რუკა;

6) კულტურული ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა;

7) ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა;

8) ზოგად გეოლოგიური მონაცემების რუკა;

9) ზოგად სეისმური მონაცემების რუკა;

10) ზოგად კლიმატური მონაცემების რუკა;

11) ეკოლოგიური მონაცემები და შესაბამისი რუკა;

12) წინასწარი სოციოლოგიური მონაცემები;

13) ტურიზმის შეფასების კვლევა;

14) დოკუმენტური კვლევა;

15) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და განვითარების ხედვა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა