განათლების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი - მიმდინარე კვარტლიდან პროფესიული განათლების მასწავლებლების ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება

მიმდინარე კვარტლიდან პროფესიული განათლების მასწავლებლების ანაზღაურება 30%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინა წეროძემ განუცხადა.

მან ის ცვლილებები განმარტა, რაც ერთი კვირის წინ დამტკიცებული პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში დაინერგება.

„პროფესიული კოლეჯების დაფინანსების ახალი წესი რამდენიმე ახალ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთია კოლეჯებში სტუდენტთა ვაუჩერული დაფინანსება, რაც გულისხმობს პრიორიტეტული დარგების ფარგლებში არსებული პროგრამების დაფინანსებას. მეორე ინიციატივა ეხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების კუთხით გაზრდილ ვაუჩერებს, იმისთვის, რომ ამ დაწესებულებებმა ადმინისტრაციული ხარჯის დაფარვა შეძლონ. ასევე იცვლება მასწავლებელთა ანაზღაურება, მიმდინარე წლის მეორე კვარტლიდან 30%-ით გაიზრდება ანაზღაურება პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის“, - განაცხადა წეროძემ.

მისივე თქმით, ცვლილებების მიზანს პროფესიული განათლებით დაინტერესების ზრდა წარმოადგენს, რამდენადაც ქართულ შრომის ბაზარზე პროფესიული კვალიფიკაციის მქონე კადრების დეფიციტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა