კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკის“ საქმე რეგულატორისთვის რიგითი საზედამხედველო შემთხვევაა

მქონდა მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თავად აღნიშნა, ის დღესაც თვლის, რომ ამ საქმეზე პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი მიზანშეწონილი არ არის.

კობა გვენეტაძის თქმით, „თიბისი ბანკის“ საქმე რეგულატორისთვის რიგითი საზედამხედველო შემთხვევაა.

„ჩემთვის საკმაოდ უჩვეულოა მსგავს საკითხებზე საჯაროდ საუბარი, ვინაიდან ვსაუბრობ ზედამხედველობის ერთი კონკრეტული სუბიექტის მიმართ გატარებულ საზედამხედველო ღონისძიებებზე, რომელთა გატარებასაც კანონი და მანდატი გვავალდებულებს და რომლის მსგავსი, შინაარსობრივადაც და ტექნიკურადაც ადრეც განუხორციელებია. დღესაც ვთვლი, რომ ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ გამოყენებული კონკრეტული საზედამხედველო ღონისძიებების პარლამენტის ტრიბუნიდან განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

მსგავსი შემთხვევა რეგულატორებისთვის რიგითი, კლასიკური საზედამხედველო შემთხვევაა, მაგრამ ეს შემთხვევა საზოგადოებისთვის ცნობილ და ამავდროულად მნიშვნელოვანი სოციალური კაპიტალის მქონე ადამიანებს ეხებოდა. ამიტომ ნამდვილად მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენს გადაწყვეტილებას მათი მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვებოდა, მაგრამ ეს გარემოება არ გვაძლევდა უფლებას, რომ რეაგირება არ მოგვეხდინა სერიოზულ დარღვევებზე. დაფიქსირებულ ფაქტებზე თვალის დახუჭვა იქნებოდა ეროვნული ბანკის მანდატის შეუსრულებლობა, რაც შეარყევდა ნდობას როგორც ჩვენი, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა