არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - უკვე ძალიან ნერვიულობთ და გეტყობათ, რომ აღელვებულები ხართ

უკვე ძალიან ნერვიულობთ და გეტყობათ, რომ აღელვებულები ხართ, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძის მოსმენა არის დაგეგმილი.

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის პარლამენტის რეგლამენტთან დაკავშირებულ საკითხებს კამათი მოჰყვა. „ევროპული საქართველოს“ წევრები ასევე ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე , მივა თუ არა კობა გვენეტაძე საკომიტეტო მოსმენაზე.

უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველა დეპუტატს აინტერესებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან კითხვებზე პასუხები და შესაბამისად, პლენარული სხდომის ფორმატში ის გვენეტაძის მოსმენასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს.

„ქალბატონო ხათუნა (გოგორიშვილი) თქვენთვის არასდროს მითხოვია ჩემი გამოსვლების გადათარგმნა ხალხისთვის. როგორმე მე თავად ავხსნი რაზეც ვსაუბრობ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ და პოლიტიკურად უნდა გასცეთ პასუხი! თუ თქვენი მიზანი არის, რომ კითხვები დაგესვათ და მიგეღოთ პასუხები, აგერ არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. თუ ეს არ არის თქვენი მიზანი, აღიარეთ, რომ არ არის თქვენი მიზანი. არამხოლოდ კომიტეტს, მთელ პლენარულ სხდომას, ყველა დეპუტატს აინტერესებს, რომ მოისმინოს ეს პასუხები, მოუსმინოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და დავსვათ კითხვები. არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ პლენარულ სხდომაზე მობრძანდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და თქვით უკვე ძალიან ნერვიულობთ და გეტყობათ, რომ აღელვებულები ხართ. პირდაპირ თქვით- რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც ამ ადამიანებს იწვევდით პარლამენტში და რატომ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენმა კოლეგებმაც დასვან კითხვები და მოისმინონ პასუხები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერმა ოპოზიციონერ დეპუტატებს - თინა ბოკუჩავასა და გიგა ბოკერიას სიმშვიდისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს კითხვებზე პასუხების გაცემის შესაძლებლობა ყველა დეპუტატს ექნება.

„დიდი მადლობა ქალბატონ თინას ასეთი მშვიდი გამოსვლისთვის, მეც მინდა ასე მშვიდად გიპასუხო, რომ პირობას გაძლევ რა კონკრეტული კითხვებიც გაქვს, ყველას დასვამ უპრობლემოდ თუ მოინდომებ. გთხოვ ასევე მედიის წინაშე გამოაქვეყნო ეს კითხვები წინასწარ, რომ ბოლოს შევადაროთ გქონდა თუ არა ამ კითხვების დასმის შესაძლებლობა.

გიგა ბოკერიას მივმართავ, რატომ ნერვიულობთ, რა პრობლემას ხედავთ ამ ფორმატში?! დასვით კითხვები თუ გაქვთ და მიიღეთ პასუხები. ეს ფორმატი არის ყველაზე აქტიური და ყველას აქვს საშუალება, რომ დასვათ კითხვები და მიიღოს პასუხები“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც ცნობილია, ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით დაიბარა. ამასთან, ფრაქციამ კობა გვენეტაძე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე საბანკო რეგულაციების თაობაზე მიიწვია. კომიტეტებში კობა გვენეტაძის მოსმენა არ გამართულა, თუმცა მან პარლამენტს მიმართა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოხსენება პლენარულ სხდომაზე მოესმინათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა