ირაკლი სესიაშვილი - ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია - მთავარი აქცენტი კეთდება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე

ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია - მთავარი აქცენტი კეთდება შავი ზღვის უსაფრთხოებაზე და პრაქტიკულ ნაწილში ხდება ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ნატოს მინისტერიალს.

მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში საუბარია სანაპირო დაცვის განმტკიცებაზე.

„ასევე საუბარია ნატო-ს სამხედრო ხომალდების შემოსვლაზე შავ ზღვაში მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ის პრაქტიკული ნაბიჯია, რაც ჩვენს ქვეყანას მეტად უსაფრთხოს ქმნის. თავისთავად ცხადია, აქ ქვეყნის მიმართ პარტნიორების დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა