თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები ხელისუფლებას ტყუილ დაპირებებსა და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობის თქმით, „ქართული ოცნება“ მათ საარჩევნოდ გზის და წყლის პრობლემის მოგვარებას დაპირდა, თუმცა მათ უბანში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა და სამუშაოები არ განხორციელებულა.

„საარჩევნოდ მოვიდნენ და დაგვპირდნენ, რომ გზას გაგვიკეთებდნენ, ასევე მოაგვარებდნენ წყლის პრობლემას. დასრულდა არჩევნები, მაგრამ მას შემდეგ არავინ მოსულა. ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და გადაადგილებას ვერ ვახერხებთ. ჩვენს სოფელში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა, ამიტომ სამაგიეროს გვიხდიან და დაპირებებს არ ასრულებენ. გარეგანათებაც იქამდე გააკეთეს, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ცხოვრობენ", -განაცხადეს ადგილობრივებმა.

მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. მათი თქმით, არასწორია, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობას პოლიტიკური ნიშნით არჩევს. ორგანიზაციის წევრები ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებენ.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა