კობა გვენეტაძის განცხადებით, დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, დაკრედიტების ზრდის ტემპი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება მშპ-სთან მიმართებაში 15%-დან 40%-მდე გაიზარდა.

„ჩვენნაირი ეკონომიკისათვის 40% უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, დაკრედიტების ზრდის ტემპიც ასევე საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის მანძილზე, საშუალოდ, წლიურად 20%-ზე მაღალი იყო. თუ დავალიანება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მისი მომსახურების შესაძლებლობა, ეს რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გამოიწვევდა მძიმე პრობლემებს, როგორც მსესხებლებისათვის, ასევე საფინანსო სექტორისათვის და მთლიანად ეკონომიკისათვის. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი კი სწორედ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ

კობა გვენეტაძის აზრით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა.

„მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდაში 2/3 სწორედ ფიზიკური პირების დაკრედიტებაზე მოდიოდა- ხოლო ბიზნესებზე მხოლოდ - 1/3. - აღნიშნა კობა გვენეტაძემ, მისივე თქმით, ფიზიკური პირების დაკრედიტებაში მაღალია სამომხმარებლო სესხების წილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია და მისი სარგებელი ეკონომიკისთვის მცირეა. ჩვენი გათვლაა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების დამკვიდრებით ხელი შეეწყობა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ სექტორებში, როგორებიცაა მცირე და საშუალო მეწარმეობა (SME) და სხვა ბიზნეს სესხები. ჩვენი შეფასებით, შემდგომ წლებში საკრედიტო პორტფელის ზრდა 10-15 %-ის ფარგლებში იქნება, საიდანაც ნახევარი ბიზნეს სექტორზე მოვა. შესაბამისად, ბიზნეს დაკრედიტების ხარჯზე სესხების ზრდას ეკონომიკის ზრდასა და დასაქმებაზე გაცილებით მაღალი ეფექტი ექნება, ვიდრე სამომხმარებლო სესხების შემთხვევაში, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა