კობა გვენეტაძე - თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია, საკრედიტო რესურსზე წვდომას შეძლებს

თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია - ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური - იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„სამწუხაროდ, საზოგადოებაში ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ არაფორმალურ სექტორში მომუშავე პირებს, გზავნილების მიმღებებს და უცხოეთში მყოფ ჩვენ მოქალაქეებს სესხზე წვდომა მნიშვნელოვნად შეეზღუდათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უკვე აღვნიშნე, თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის, ფორმალური ან არაფორმალური, შემოსავალი გააჩნია - ვიმეორებ, ფორმალური ან არაფორმალური - იგი ამ შემოსავლების ფარგლებში შეძლებს საკრედიტო რესურსზე წვდომას, თუკი სესხის გამცემ ორგანიზაციას მიაწოდებს ინფორმაციას შემოსავლისა და მისი წყაროს შესახებ“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, გვენეტაძემ 2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ეროვნული ბანკის პროგნოზის შესაბამისია.

„2019 წლის პირველი კვარტლის ტენდენცია ჩვენი პროგნოზის შესაბამისია. წინასწარ არასრული ინფორმაციით, პირველ კვარტალში მთლიანი საკრედიტო პორტფელის ზრდამ კურსის ეფექტის გამორიცხვით წლიურად დაახლოებით 15% შეადგინა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ამასთანავე, იანვარ-თებერვალში მნიშვნელოვნად გაზრდილია ბიზნეს სესხების წილი მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში სისტემის ერთ-ერთი მსხვილი სესხის (დაახლოებით 300 მილიონი ლარი, რომელიც მთლიანი საკრედიტო პორტფელის 1%-ზე მეტია) დაფარვა მოხდა. რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაკრედიტებას, სამომხმარებლო სესხების წლიური ზრდა შემცირდა, თუმცა 5%-ის ფარგლებში რჩება, ხოლო იპოთეკური სესხების წლიური ზრდა ამ ეტაპზე კვლავ 30%-ს აჭარბებს. აღნიშნულ ზრდაში იზრდება ლარით გაცემული იპოთეკური სესხების წილი,” - აღნიშნა გვენეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო