ეკა ბესელია - „თიბისი ბანკის“ საქმეში ეროვნული ბანკი ძალიან ცუდად გამოიყურება - აშკარად ჩანს, რომ მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის

„თიბისი ბანკის“ საქმეში ეროვნული ბანკი ძალიან ცუდად გამოიყურება - აშკარად ჩანს, რომ მისი დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არის, - აღნიშნული შეფასება დღეს პარლამენტში დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

„თიბისი ბანკის“ საქმეში, რომელიც 10 წლის წინანდელ ისტორიას ეხება, გარდა კვალიფიკაციისა, ეჭვს იწვევს პროცესი, რომელიც გარკვეულ მოვლენებს ემთხვევა, რამდენად არის სამართლიანი და პროპორციული ეროვნული ბანკის ქმედება და რამდენად არის ის დამოუკიდებელი პოლიტიკური კონტექსტისგან. ეს ყველაფერი ნამდვილად არის კითხვის ნიშნების მატარებელი. ეს საქმე ნამდვილად არ ჩანს კარგად და არ ტოვებს მიუკერძოებლობის და ობიექტურობის განცდას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსმენა მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემა “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებები და ასევე, საცალო დაკრედიტების შესახებ ამოქმედებული რეგულაციებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა