ირაკლი კობახიძე -  ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე სურათია და მთავარი დამნაშავე არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხმაურება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არის არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ მიღებული კიდევ ერთი არალეგიტიმური გადაწყვეტილება და მასზე სერიოზული განცხადების გაკეთება არ ღირს.

„ეს მიუთითებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ძალიან მძიმე სურათია და მთავარი დამნაშავე არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ადამიანის უფლებათა კუთხით არის შექმნილი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვასწოროთ მდგომარეობა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე მცხოვრები არა მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დაცვა, არამედ აფხაზებისა და ოსების დაცვა. სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები არის შეზღუდული, ისევე როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. თუმცა გვესმის, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე უვადო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა შემოიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა