გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს - ტყუილის თქმა არ გაბედოთ!

მაქვს მონაცემები, რომ ერთ-ერთმა მსხვილმა სუბიექტმა გასცა სესხი, რომელიც ვერ გადაიხადა, ამიტომ ამ მსხვილმა ბანკმა ხელოვნურად შექმნა შპს და იყიდა ცუდი ვალის პასივები, რატომ არ დაუწესდათ მათ სანქცია? ტყუილი არ გაბედოთ! - ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა კობა გვენეტაძეს კონკრეტული საქმის შესახებ მონაცემები გააცნო და შეახსენა, რომ ეროვნულმა ბანკმა აღნიშნული საქმე შეისწავლა, თუმცა ბანკის მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა.

„მე ხელთ მაქვს მონაცემები, რომ სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ მსხვილ ბანკზე, არა „თიბისიზე“, ადგილი ჰქონდა შემდეგ ვითარებას: ამ ბანკმა გასცა მსხვილი სესხი ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე, სესხი იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის მათი წლიური შემოსავლის ტოლი იყო, ამიტომ 100%-ით უნდა დარეზერვებულიყო. ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი სესხი, ვერ გადაიხადა ამ სუბიექტმა, ამიტომ ამ მსხვილმა ბანკმა ხელოვნურად შექმნა შპს, ამ შპს-ს მისცა თავისი ფული, შემდეგ ამავე შსპ-მ იყიდა ცუდი ვალის პასივები. ამის შემდეგ მენეჯმენტი, რომელმაც ასეთი ცუდი სესხი გასცა, გამოძვრა აქედან. თქვენ ეს საქმე განიხილეთ და „თიბისისგან“ განსხვავებით გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ. რას ნიშნავს ეს? - არ გაბედოთ ტყუილის თქმა“!,- განაცხადა ბოკერიამ.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან