ხათუნა გოგორიშვილი - კობა გვენეტაძის გამოსვლა ნოუ-ჰაუ იყო - თვითონ სვამდა შეკითხვებს და თვითონვე პასუხობდა

კობა გვენეტაძის გამოსვლა ნოუ-ჰაუ იყო, პირველად იყო, რომ მომხსენებელი თვითონ სვამდა შეკითხვებს და თვითონვე პასუხობდა, - ასე მიმართა პარლამენტის სესიაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

დეპუტატმა კობა გვენეტაძეს მოუწოდა, რომ კომიტეტის სხდომაზე მივიდეს, სადაც მას კითხვებს დაუსვამენ.

„თქვენი მოწოდება, რომ დღეს გინდათ ყველა შეკითხვას გაეცეს პასუხი და წერტილი დაესვას, შეეგუეთ, რომ ასე არ იქნება. ყველა ვარიანტში ეს საკითხი გაგრძელდება კომიტეტის ფორმატში“,- განაცხადა გოგორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო