კახა კალაძე - ჰიპოპოტამის ქანდაკებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, ეს საზოგადოების სურვილია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ

„ჩემთვის არ არის საინტერესო ოპონენტების მხრიდან ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე განცხადებების მოსმენა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ჰიპოპოტამის ქანდაკებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყო, ეს არის ახალგაზრდებისა და ზოგადად საზოგადოების სურვილი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ამ თემით სპეკულირებას თავი დაანებონ. ჩემთვის არ არის საინტერესო ოპონენტების მხრიდან ქანდაკებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე განცხადებების მოსმენა. ჩემთვის საინტერესოა, ხალხი, საზოგადოება და ის პროექტები, რასაც ჩვენ ვაკეთებთ თბილისისა და თბილისელებისთვის” - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერია ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში. ჰიპოპოტამის ქანდაკების ღირებულება 90 000 ლარით განისაზღვრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო