ჭიაბერაშვილი გვენეტაძეს - ადრე თქვენზე ვთქვი, რომ „თიბისიზე“ შეტევისას მსხვერპლი ხართ, რადგან თქვენს აკანკალებულ ხელებს  ვხედავდი - დღეს გიყურებდით და თქვენ ჩვეულებრივი ჯალათი იყავით

„როდესაც თქვენ კომიტეტზე გამოცხადდით, მე ვთქვი, რომ „თიბისი ბანკზე“ მთელ ამ ორკესტრირებულ შეტევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლია-მეთქი, ვინაიდან ვხედავდი რა თქვენს აკანკალებულ ხელებს და გაწითლებულ სახეს, მაგრამ დღეს გიყურებდით ტრიბუნაზე გამოსვლისას და თქვენ, ჩვეულებრივი ჯალათი იყავით,“ - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფულის გათეთრების მუხლით ამ საქმის დაწყება ერთადერთი საშუალება იყო იმისთვის, რომ ეროვნულ ბანკს ძველი წლების საქმეში „ხელი ეფათურებინა“.

„როდესაც თქვენ კომიტეტზე გამოცხადდით, ეს არ იყო კომიტეტზე გამოცხადება იმიტომ, რომ თქვენ პასუხებს თავი აარიდეთ. მაშინ ჩემს გამოსვლაში ვთქვი, რომ „თიბისი ბანკზე“ მთელ ამ ორკესტრირებულ შეტევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მსხვერპლია-მეთქი, ვინაიდან ვხედავდი რა თქვენს აკანკალებულ ხელებს და გაწითლებულ სახეს, მაგრამ დღეს გიყურებდით ტრიბუნაზე გამოსვლისას, თქვენ უკვე მსხვერპლი აღარ იყავით, ჩვეულებრივი ჯალათი იყავით, რომელიც ფაქტებს შეგნებულად არასწორად წარმოაჩენდით.

მე თქვენ გამოგიგზავნეთ წერილი, რომ 2010-დან 2018 წლების ჩათვლით გაგეცათ პასუხი, რომელი ბანკი როდის იქნა თქვენს მიერ შემოწმებული. პასუხად მაწვდით წერილს, სადაც ნათქვამია, რომ მხოლოდ 2013 წლიდან იქნება ეს ინფორმაცია იმიტომ, რომ ექვსზე მეტი წლის წინანდელ ინფორმაციას ანადგურებთ. ბევრს რომ ლაპარაკობთ აქ, რომ 6 წლის წინაც შეგვეძლო ბანკის შემოწმებაო, თქვენ თვითონ მეუბნებით, რომ 6 წლის წინანდელი დოკუმენტაცია არა გაქვთ და აქ თქვენ ლაპარაკობთ 2007-2008 წლების ტრანზაქციაზე, რაც პირდაპირი ტყუილია. პირდაპირ გეუბნებით, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ ფულის გათეთრებით ამ საქმის დაწყება იყო ერთადერთი საშუალება, თქვენ უკანა რიცხვით ხელი გეფათურებინათ იქ, სადაც არანაირი დანაშაული თავის დროზე არ ყოფილა,“ - მიმართა ჭიაბერაშვილმა გვენეტაძეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა