პრემიერ-მინისტრმა სოფელ დვაბზუში პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი ასფალტის ქარხანა დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ასფალტის ქარხანა - NEW ROAD-ში იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პრემირის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მთავრობის მეთაურმა საწარმოო პროცესის შესახებ ინფორმაცია ქარხნის ხელმძღვანელობისგან მიიღო.

ქარხანაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონი ლარია, 44 ადამიანია დასაქმებული. NEW ROAD-ის ასფალტ-ბეტონის ქარხანა კავკასიაში ერთ-ერთი უნიკალური საწარმოა და აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უახლესი, გერმანული დანადგარებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს