პრემიერ-მინისტრმა ოზურგეთში თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ოზურგეთის წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პრემიერის პრესსამსახურიდან მიაწოდეს. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს 18 მილიონი ლარით ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და მისი დასრულება მომავალ წელს იგეგმება. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია პრემიერს ფონდ "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკო ჩხეტიანმა მიაწოდა. 1962 წელს აშენებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თეატრი გურიის რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრი მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლის პრემიერაზე უმასპინძლებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა