ლევან ბოძაშვილი - ევროკავშირის წევრობის გზა სამართლიან მართლმსაჯულებაზე, ბიზნესის დაცულობასა და დემოკრატიაზე გადის და არა იმაზე, ვინ შევა და ვინ გამოვა ევროკავშირიდან

ევროკავშირის წევრობის გზა სამართლიან მართლმსაჯულებასა და კონსოლიდირებულ დემოკრატიაზე გადის და იმაზე, ვინ გავა და ვინ გამოვა ევროკავშირიდან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა განუცხადა.

ბოძაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა, რომელსაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა წარმოადგენს და წინ წაწიოს თავისი გაწევრიანების საკითხი.

„საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი უკვე მეორე წელია ევროპას 2-დონიან, ე.წ. 2-სიჩქარიან ევროკავშირს სთავაზობს. როგორი იქნება ევროკავშირი ბრექსიტის შემდეგ, ჯერ არავინ იცის, ანუ რომელ დონეში გაჩნდება "ვაკანსია" ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. ამასთან, საკითხავია ისიც, როგორ სახეს მიიღებს ევროკავშირში სრული წევრობა. გარდა ამისა, ევროპარლამენტი საკუთარ რეზოლუციაში გვეუბნება, რომ ასოცირების ხელშეკრულების მე-4 წლისთავზე მისი განხორციელება არ ვიცით და მთელ საჯარო სამსახურს გადამზადება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ჯერ ამაზე გვაქვს სერიოზულად საფიქრალი. მეორეც - ევროკავშირში წევრობა სასამართლოს სამართლიანობაზე, სამართლის უზენაესობაზე, ბიზნეს გარემოს დაცულობასა და კონსოლიდირებულ დემოკრატიაზე გადის. მაშინ, როდესაც ქვეყანა ჯერ კიდევ ევროპის საბჭოს მონიტორინგის ქვეშაა, ანუ უკვე 20 წელია სასურველ დემოკრატიულ სტანდარტს ვერ მივაღწიეთ, სჯობს ჯერ ამ პრობლემებს მივხედოთ. სწორედ ამ პობლემების მოგვარებაზე გადის ევროინტეგრაციის გზა და არა იმაზე, ვინ შევა და ვინ გამოვა ევროკავშირიდან. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, კარგად მესმის, რატომაც ამბობს ამას, თუმცა, ჯერ განვითარების საჭირო დონეს ჩვენ თვითონ უნდა მივაღწიოთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა