თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ბასკეთის რეგიონის დელეგაციას შეხვდა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ბასკეთის რეგიონის დელეგაციას, ბასკეთის საგარეო საქმეთა გენერალური მდივნის მარიან ელორსას ხელმძღვანელობით, შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საკრებულოდან აცნობეს.

გიორგი ტყემალაძემ მხარეებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი ამ ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილების გაზიარება იმ გამოწვევების და პრიორიტეტების მიმართულებით, რომელზეც აქტიურად მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტი. დარწმუნებული ვარ, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და ნაყოფიერი იქნება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე აქტიურად ისაუბრეს ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით მხარეების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე. გამოითქვა მოსაზრება, რომ დამეგობრებულ ქალაქებში თბილისსა და ბილბაოში ამ ქალაქების სახელობის ქუჩები გაჩნდეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.

შეხვედრის ბოლოს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა