სამგორის რაიონში, სააკაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევის დასახლებაში, სააკაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.

საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა - მოეწყო სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და წყალარინების სისტემებს.

სააკაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა დაათვალიერა.

„სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების სამუშაოებს სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. სააკაძის ქუჩაზე წლების განმავლობაში, სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის წყალი საცხოვრებელ სახლებს აზიანებდა. მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავპირდით და დღეისთვის, ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის საფარი იგება“, - განაცხადა კახა გულედანმა.

პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს