ლევან კობერიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციით დაინტერესდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციით დაინტერესდა. ლევან კობერიძე ანგარიშის იმ ნაწილით დაინტერესდა, სადაც ფულის გათეთრებაზეა საუბარი. დეპუტატი კობა გვენეტაძეს სთხოვს განმარტებას თუ რასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე ქვეყანას - იყო რაიმე შეცდომა თუ არასწორი ინფორმაცია.

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელშიც არის ასეთი ფრაზა, რომ არალეგალური შემოსავლების დიდი ნაწილი საქართველოში საბანკო თაღლითობას უკავშირდება და ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი როგორც რეგულატორის პოზიცია და ძალიან მკაფიოდ უნდა დააფიქსიროთ და ახსნათ ეს რასთანაა დაკავშირებული - რაიმე შეცდომაა, რაიმე არასწორი ინფორმაციაა თუ რასთან გვაქვს საქმე. ანგარიშში კი არის მითითიებული, რომ ეს შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდეს, მაგრამ ამის მიუხედავად თქვენი პოზიცია მკაფიოდ უნდა გაჟღერდეს პარლამენტში ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა