გია ვოლსკი - როცა ჯარში გაწვევაზეა საუბარი, ამ მიზნით შექმნილი თაღლითური ორგანიზაცია არ შეიძლება რელიგიურ ორგანიზაციად განვიხილოთ

როცა ჯარში გაწვევაზეა საუბარი, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სწორედ ამ მიზნით შექმნილი თაღლითური ორგანიზაცია არ შეიძლება რელიგიურ ორგანიზაციად განვიხილოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, კანონში ცვლილებები რამდენად საჭიროა არ იცის, მაგრამ როდესაც რელიგიურ ორგანიზაციას ქმნი, მითუმეტეს, გარკვეული პოლიტიკური მიზნით და პოლიტიკური გამორჩენის მიზნით, ეს უნდა იყოს მიუღებელი.

„მე ვფიქრობ, საუბარი და განხილვა საჭიროა კომპეტენტურ სტრუქტურებთან ერთად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპატრიარქო რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში სათანადო ცვლილების დროულად შეტანას ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების ინიციატივას ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, რამდენიმე დღის წინ მასმედიით გახდა ცნობილი „კატაკომბური მართლმადიდებელი ეკლესიის“ დაარსების შესახებ, რომელიც ისევე ათავისუფლებს ახალგაზრდებს ჯარიდან, როგორც „გირჩის“ მიერ შექმნილი ფსევდორელიგიური ორგანიზაცია,- „ბიბლიური თავისუფლება“.

„კატაკომბურ ეკლესიასთან“ დაკავშირებით გიორგი ანდრიაძემ განგვიმარტა, რომ პირადად იგი არ არის მისი არც დამფუძნებული და არც წევრი, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს ფაქტი ხელს შეუწყობს „გირჩის“ „ბიბლიური თავისუფლების“ და ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული კანონის მანკიერი მხარის გაუქმებას და დასძინა, რომ ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა, რომელიც საერთოდ არაა დაკავშირებული საქართველოს საპატრიარქოსთან.

ჩვენის მხრიდან გვინდა განვაცხადოთ შემდეგი: საქართველოს საპატრიარქომ ადრეც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ახლაც ვიმეორებთ, რომ ქვეყნისთვის ყოვლად აუცილებელია, საქართველოს სამხედრო-სავალდებულო სისტემის დახვეწა იმდენად, რომ აქ მსახურება ახალგაზრდებისთვის იყოს ღირსების საქმე. ამასთან, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირების შესახებ დადგენილებაში დროულად უნდა იქნას შეტანილი სათანადო ცვლილება, რათა არც ორგანიზაცია „გირჩს“, რომლის ქმედებაც მიმართულია ეკლესიის, სახელმწიფოს და, საერთოდ, საზოგადოების წინააღმდეგ და არც სხვა რომელიმე გაერთიანებას არ მიეცეს საშუალება, ისარგებლონ კანონში არსებული ლაფსუსით და ეს თავისი ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენონ“,- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო