კობა გვენეტაძე - მამუკა ხაზარაძეს მცირე ტექნიკური დეტალი გამორჩა, ჯარიმები ეხებოდა ორ აბსოლუტურად სხვადასხვა შემოწმებას

ფინანსური მონიტორინგის 2018 წლის 7 აგვისტოს წერილის საფუძველზე, ეროვნულმა ბანკმა თემატური შემოწმება ჩაატარა, სადაც დადგინდა, რომ „თიბისი ბანკმა“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიაწოდა ინფორმაცია მონიტორინგის დაქვემდებარებული გარიგების ორი შემთხვევის შესახებ, რის გამოც, ის 10 000 ლარით დაჯარიმდა, - ამის შესახებ, ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მან აღნიშნულით, ირაკლი მეზურნიშვილისა და ირაკლი კოვზანაძის კითხვებს გასცა პასუხი და განმარტა, თუ რის გამო დაჯარიმდა „თიბისი ბანკი“.

„ბატონ ხაზარაძეს მცირე ტექნიკური დეტალი გამორჩა, ეს ჯარიმები ეხებოდა ორ აბსოლუტურად სხვადასხვა შემოწმებას, რომლითაც, სრულიად განსხვავებული მიზნობრიობა ჰქონდათ ფინანსური მონიტორინგის 2018 წლის 7 აგვისტოს წერილის საფუძველზე, ეროვნულმა ბანკმა თემატური შემოწმება ჩაატარა, სადაც დადგინდა, რომ „თიბისი ბანკმა“ ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიაწოდა ინფორმაცია მონიტორინგის დაქვემდებარებული გარიგების ორი შემთხვევის შესახებ, რის გამოც ის 10 000 ლარით დაჯარიმდა. ამავე შემოწმებისას გამოიკვეთა ინტერესტთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტები, რასაც შემდგომი შემოწმება მოჰყვა. 2018 წლის 13 სექტემბერს, დაიწყო მეორე თემატური შემოწმება, რომელიც ფოკუსირებული იყო ბანკის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის შესრულების შესწავლაზე და შემოწმების სახით დადასტურდა, 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციებით ინტერესტთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. სწორედ, ეს გახდა, 1.01 მილიონი ლარის ჯარიმის მიზეზი, ასე რომ, აქ არანაირი აღრევა არ ყოფილა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა