"თელასი" - მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიწის სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა ძაბვის კაბელები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება 17 ათას აბონენტს შეუწყდა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიწის სამუშაოების წარმოების დროს დაზიანდა ძაბვის კაბელები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება 17 ათას აბონენტს შეუწყდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიწის სამუშაოების წარმოების დროს გარე ორგანიზაციამ დააზიანა 35 კვ ძაბვის კაბელი, რომელიც დაკავშირებულია სს „თელასი“-ს ქვესადგურთან .

„კაბელის დაზიანების გამო 5 აპრილს 13:50 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა საბურთალოს რაიონის 17 ათას აბონენტს.

მიუხედავად იმისა, რომ კაბელი არ არის „თელასი“-ს საკუთრებაში, კომპანიის ტექნიკურმა სამსახურმა ოპერატიულად აწარმოა აღდგენითი სამუშაოები და ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს 16:05 საათზე აღუდგა.

კომპანია მოუწოდებს ყველა ორგანიზაციას აწარმოონ მიწის სამუშაოები „თელასთან“ შეთანხმებით, რათა მსგავსი შემთხვევები არ გამეორდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა