საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სავაჭრო-სამრეწველო პალატების კოორდინაციას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურების მიმართულებით ითვალისწინებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, საქართველოსა და ბულგარეთის თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების დოკუმენტს ხელი, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებმა ნინო ჩიქოვანმა და ცვეტან სიმეონოვმა მოაწერეს.

მათივე ინფორმაციით, ბულგარეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბულგარეთის მე-6 სამთავრობოთაშორისი კომისიის პლენარულ სხდომაში. კომისიაში ქართულ დელეგაციას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ხელმძღვანელობდა.

როგორც პალატის პრეზიდენტმა აღნიშნა, ბულგარეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნას აქტიურად უჭერს მხარს. ნინო ჩიქოვანმა ხაზი გაუსვა, ბულგარეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ზრდად დინამიკას და დასძინა, რომ 2018 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 440 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც 2017 წელთან შედარებით 29%-იანი ზრდაა.

,,ბულგარეთი მე-9 ადგილს იკავებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში. ვიმედოვნებთ, რომ DCFTA-ის ხელშეკრულების ფარგლებში, სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების აქტიური მუშაობა და კოორდინაცია. იმედს გამოვთქვამთ, რომ 2019 წელი იქნება ახალი შესაძლებლობების წელი სავაჭრო, საინვესტიციო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა.

მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებებისა და ბიზნეს-ფორუმების ორგანიზება, სერვის ,,მოიძიე პარტნიორის“ და შავი ზღვის აუზის ქვეყნების პალატებს შორის კოორდინაცია, ასევე წარმოშობის სერთიფიკატებისა და სხვა ტექნიკური სერვისების ელექტრონიზაციის საკითხები.

„ვიზიტის ფარგლებში, პალატის პრეზიდენტმა, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ბიზნეს კომპანიებთან გამართულ შეხვედრაში. დელაგაციის წევრებმა, ასევე დაათვალიერეს მეღვინეობა ,,Typ Bessa Valley Winery” და შეხვდნენ ადგილობრივ ღვინის სადისტრიბუციო კომპანიებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა