ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძეს რამდენჯერმე შეხვდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ ის მამუკა ხაზარაძეს შეხვდა და მასთან მიმდინარე თემები განიხილა. კობა გვენეტაძე, ასევე ადასტურებს ინფორმაციას, რომ სებ-მა მამუკა ხაზარაძეს სთხოვა ანაკლიის წილებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიეწოდებინა.

„მქონდა კომუნიკაცია მამუკა ხაზარაძესთან. მან რამდენჯერმე ითხოვა ეროვნულ ბანკში მოსვლა და რა თქმა უნდა, შევხვდი. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხები“,- აღნიშნა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ერთ-ერთი დეპუტატის კითხვაზე, რომ მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მას სებ-მა სთხოვა ანაკლიაში წილებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, კობა გვენეტაძე პასუხობს, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.

„რა თქმა უნდა, ვადასტურებ. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. ბანკებმა სავალდებულო სახით უნდა წარმოადგინონ ეროვნულ ბანკში ინფორმაცია დაკავშირებული პირების შესახებ და როდესაც ხდება ცვლილება დაკავშირებული პირებისა საწარმოებში, ეს განახლება ეროვნულ ბანკს უნდა მიეწოდოს. ზუსტად იმ პერიოდში, როცა მოხდა ეს ამბები, მოხდა მეწილის ცვლილება ანაკლიის კონსორციუმში და აქედან გამომდინარე მოვითხოვეთ ინფორმაცია. ამიტომ, ამაში არაფერი არაჩვეულებრივი არ ყოფილა“, - განაცხადა გვენეტაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა