გურჯაანის სასამართლოში ველისციხის ინციდენტის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცემის საქმეზე მოწმეები დაკითხეს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ველისციხის ინციდენტის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შოთა დალაქიშვილის ცემის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და ორი მოწმე დაკითხეს, მათ შორის, გასული წლის 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში მომხდარი ინციდენტის უშუალო თვითმხილველი, მეორე კი "ნაციონალური მოძრაობის" კასპის რაიონული ორგანიზაციის ლიდერი.

დღეს დაკითხულმა მოწმეებმა დალაქიშვილის ცემის ფაქტი გაიხსენეს. მათი თქმით, ინციდენტის დროს, დალაქიშვილს ხელკეტებით შეიარაღებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც, მას მიღებული დაზიანებების გამო ოპერაცია ჩაუტარდა.

დაკავებულების გოჩა მაისურაძისა და მამუკა უსინაშვილის ადვოკატი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოწმეებზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. ადვოკატი მაგული ღვალაძე მიიჩნევს, რომ დაკითხული მოწმეები მომხდარს იმაზე მწვავედ აღწერენ , ვიდრე რეალურად იყო. დაცვის მხარის სურვილის მიუხედავად, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან შოთა დალაქიშვილი ამაზე უარს აცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ველისციხის ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულები გოჩა მაისურაძე, მამუკა უსინაშვილი და თენგო ჯანიაშვილი პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შოთა დალაქიშვილის ცემის ბრალდებით დააკავა. საქმეზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა