ზაქარია ქუცნაშვილი - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კვიპროსის გამოცდილების გაზიარება არაღიარების პოლიტიკაში და საზოგადოებაში პესიმისტური განწყობების გაღრმავების პრევენციისთვის

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია კვიპროსის გამოცდილების გაზიარება არაღიარების პოლიტიკაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და საზოგადოებაში პესიმისტური განწყობების გაღრმავების პრევენციისთვის, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს.

ქუცნაშვილის ინფორმაციით, სწორედ ეს იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მთავარი მიზანი კვიპროსის სახელმწიფოს პირველ პირებთან პრეზიდენტ ნიკოსი ანასტასიადისთან, პარლამენტის თავმჯდომარე დიმიტრიოსი სილურისთან და ასევე, ახალი იუსტინიანეს და სრულიად კვიპროსის პატრიარქთან ხრიზოსტომ მეორესთან გამართულ შეხვედრებისას.

“შეხვედრები მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ანსამბლეის საერთაშორისო სამდივნოს ფორმატში ჩატარდა, მაგრამ პირდაპირ შეეხო კვიპროსისა და საქართველოსთვის მთავარ გამოწვევას. კვიპროსმა შეძლო თავისი მოქალაქეებისათვის მშვიდობის შენარჩუნება და დიდ მეზობელთან არაღიარების პოლიტიკაში წარმატების მიღწევა, როდესაც მხოლოდ ერთ სახელმწიფოს აქვს ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობა აღიარებული. ოკუპაციიდან 40 წლის შემდეგ - 2014 წელს მოხდა დიალოგის აღდგენა და ჩრდილოეთელ და სამხრეთელ კვიპროსელების ერთობლივი დეკლარაციიის მიღებაც კი. დეკლარაციის მიღებას მიესალმა ევროპისკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები. დღეისათვის ჩრდილოეთ კვიპროსის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტიც კი, კვიპროსის პასპორტით სარგებლობას დანარჩენ მსოფლიოში გადაადგილებისათვის. კვიპროსმა ოკუპაციის მიუხედავად, 2004 წელს შესძლო ევროკავშირში გაწევრიანება და ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბება. ეს სახელმწიფო დღეს ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად სახელმწიფოს წარმოადგენს ევროპაში“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის თქმით, 16 აპრილს საქართველოს პირველად ეწვევა კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოსი ანასტასიადისი, რომელმაც აღადგინა დიალოგი თავის ხალხთან და მშვიდობიან მომავალზე ერთობლივი დეკლარაციაც მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა