გიორგი კანდელაკი კობა გვენეტაძეს - დიდი მადლობა, ბატონო კობა, რომ აღიარეთ ამ რეგულაციების შედეგად იპოთეკური სესხების გაძვირება

დიდი მადლობა, ბატონო კობა, რომ აღიარეთ ამ რეგულაციების შედეგად იპოთეკური სესხების გაძვირება, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტის სესიაზე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, ახალი რეგულაციების შედეგად, ტექნიკის მაღაზიები იხურებიან.

„ბატონო კობა, თქვენ თქვით, რომ თქვენი რეგულაციების გამო, შემცირდა სამომხმარებლო სესხები, ადამიანები საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვერ ყიდულობენ და ტექნიკის, ავეჯის მაღაზიებს მკვეთრად შეუმცირდათ შემოსავლები, ეს მათთვის კარგია, ამით ზიანი კი არ მიიღეს, ხეირი მიიღეს. ასე გავიგე თქვენი გამოსვლა. თქვენ თქვით, რომ ათასგვარ ზომებს ატარებენ ეს მაღაზიებიო. რა ზომებს ატარებენ ბატონო კობა? ზომებს კი არ ატარებენ, იხურებიან. მაგალითად, ზუგდიდში, თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ტექნიკის 5 მაღაზია დაიკეტა. იმ ხალხს, რომელმაც ამის გამო სამსახური დაკარგა და ოჯახში ვეღარ შეაქვს შემოსავალი, რას ეუბნებით? გარდა ამისა, დიდი მადლობა, რომ აღიარეთ ამ რეგულაციების შედეგად იპოთეკური სესხების გაძვირება. მოგიყვანეთ კონკრეტული მაგალითი ოჯახისა, რომელსაც სურს 50 000 დოლარის სესხის აღება. თქვენი რეგულაციის შედეგად, მას ყოველთვიური შენატანი გაუძვირდა დაახლოებით, 400 ლარით. ოჯახი, რომელიც „კაპიკს“, „კაპიკზე“ ადებს, იმისათვის, რომ ოჯახი შექმნას, იყიდოს საცხოვრებელი და ეს 400 ლარი აღარ აქვს, ვეღარ იღებს სესხს. მათ რას ეუბნებით? ეს კარგია?“, - განაცხადა კანდელაკმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს