გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს - დაბალი ღობე გგონივართ

პროკურატურას და ივანიშვილს ვერ მოუწოდებთ, რომ არ გააკეთონ განცხადებები, რომელიც დააზიანებს საბანკო სექტორს და კონკრეტულ ბანკს და ჩვენ გვიბედავთ, დაბალი ღობე გგონივართ და მოგვიწოდებთ,-ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

გიგა ბოკერიას თქმით, ერთადერთი პოზიტიური, რაც დღეს ეროვნული ბანკისგან მოისმინა იყო ის, რომ გვენეტაძემ პრაქტიკულად დაადასტურა გიგა ბოკერიას მიერ წინა გამოსვლის დროს გაკეთებული განცხადება.

„ბატონო კობა, მე მივხვდი რატომ არ მოხვედით კომიტეტზე და რატომაც არ გინდოდათ პასუხების გაცემა. ყველა მოლოდინს გადააჭარბეთ, თქვენ მართლა გგონიათ, რომ მანდ დანიშნული ხართ იმისთვის, რომ ხალხის კულტურა შეცვალოთ?! თქვენ გგონიათ, რომ ეგ უფლებამოსიება გაქვთ?! პროკურატურას და ივანიშვილს ვერ მოუწოდებთ, რომ არ ილაპარაკონ, არ გააკეთონ განცხადებები, რომელიც დააზიანებს საბანკო სექტორს და კონკრეტულ ბანკს და ჩვენ გვიბედავთ, დაბალი ღობე გგონივართ და მოგვიწოდებთ, რომ ნუ აკეთებთ განცხადებებსო. . ჩვენმა ხალხმა თურმე მარტო ხარჯვა იცის და დაზოგვა არა, ბევრი ფული აქვთ. მაინტერესებს დედოლარიზაციით რომ ამართლებთ, რაღაცეებს თქვენ თქვენი შემოსავლები და დანაზოგები რომელ ვალუტაში გაქვთ-დოლარში თუ ლარში?!

ერთადერთი პოზიტიური, რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ პრაქტიკულად აღიარეთ ის შემთხვევა, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ხომ იტყოდით მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს. ფაქტს, როდესაც ბანკმა გასცა ცუდი სესხი მენეჯმენტზე და მერე რომ გაეთეთრებინა საკუთარი თავი საკუთარ აქციონერებთან ყალბი სტრუქტურა შექმნა და თქვენ ამაზე რეაქცია არ გქონდათ. თუ ეს დადასტურდა, თუ დაგიბარეთ აქ კომისიაზე, ან დაკითხვაზე დაგიბარეს და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მართალია, როგორ უნდა აგოს პასუხი სახელმწიფო მოხელემ, რომელმაც ერთ ბანკს სრულიად უსაფუძვლოდ დააკისრა ასეთი მკაცრი სანქცია და მეორე დააიგნორა“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ

ცნობისთვის, გიგა ბოკერიამ დღეს პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, ერთ-ერთი მსხვილი სუბიექტის მიერ გაცემულ სესხზე, რომელიც ბანკმა ვერ გადაიხადა და შემდეგ ხელოვნურად შექმნა შპს და იყიდა ცუდი ვალის პასივები. მას კითხვა ჰქონდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, რატომ არ მოხდა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება ეროვნული ბანკის მხრიდან.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა