კობა გვენეტაძე - „თიბისი ბანკი“ მოწყვლადი რომან გოცირიძის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობისას გახდა

2007 წლის ოქტომბრამდე რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო - ზუსტად ამ დროს ხდებოდა ბანკის ის აგრესიული ზრდა და კაპიტალის დარღვევა შეუჩერებლივ, რამაც ბანკი მოწყვლადი გახადა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ “თიბისი ბანკზე“ საუბრისას გააკეთა.

“ამასთან დაკავშირებით არანაირი ზომები არ იქნა მიღებული იმ 10 თვეში, როცა ბატონი რომანი მუშაობდა. დიახ, საბანკო-საფინანსო სისტემა იმ თანხებმა გადაარჩინა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ შემოვიდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “თიბისი ბანკმა“ 2009 წლის დასაწყისში მიიღო 69 მილიონი ლარი კაპიტალში და 74 მილიონი - სუბოორდინირებული სესხი. მან აქვე ის უცხოური ორგანიზაციები დაასახელა, რომლისგანაც “თიბისი ბანკმა“ კაპიტალი მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო