დავით ჭიჭინაძე - გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს და ვამთავრებთ სხდომებს მხიარულად

გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვამთავრებთ ამ ჩვენს სხდომებს მხიარულად, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატმა სხდომაზევე გამოთქვა უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რა გააკეთონ დეპუტატებმა, რათა დასმულ კითხვებზე პასუხი მიმართონ.

„სამი-ოთხი საათი ადამიანს კითხვებს ვუსვამთ, შეზღუდულ დროში ვცდილობთ მოსახლეობის კითხვების მაქსიმალური კონცენტრაცია მოვახდინოთ და საბოლოო ჯამში საზრიანთა კლუბში კაპიტნების შეჯიბრი რომ არის - შეიკრიბებიან ერთ წუთში სათათბიროში და რაღაც პასუხები უნდა გასცენ, ისე დადგებიან, მერე გამოვლენ და აქ ხუმრობისთვის არიან მოსულები მგონი. ნახევარ კითხვებს პასუხს არ სცემენ, ნახევარს - როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და წყვეტენ - გაგვცენ თუ არა პასუხი. მე მქონდა კონკრეტული კითხვა, რომელიც მოსახლეობას ძალიან ადარდებს და პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ რა ქმედებაზე უნდა გადავიდეთ? შეფასება ამათ არ აქვთ, ორიანი რომ დავუწეროთ. გამოდის, რომ ისევ და ისევ გოჭის თავს რომ ჩამოატარებენ სუფრაზე, ისე ჩამოგვიტარებთ ამ მინისტრებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვამთავრებთ ამ ჩვენს სხდომებს მხიარულად. მერე იძახით, რომ მაგარი ეფექტური სხდომები გვაქვსო“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა