პარლამენტის პლენარული სხდომის 21:00 საათამდე გაგრძელების საკითხი კამათის საგანი გახდა

პარლამენტის პლენარული სხდომის 21:00 საათამდე გაგრძელების საკითხი კამათის საგანი გახდა. სხდომის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მისაღებად, რეგლამენტით დადგენილი წესით კენჭისყრა ჩატარდა და როგორც სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, 32 დეპუტატმა სხდომის გაგრძელებას დაუჭირა მხარი.

ოპოზიცია, რომელიც პლენარული სხდომის ხვალისთვის გადადებას ითხოვს, ამტკიცებდა, რომ ამ რაოდენობის დეპუტატებს სხდომის გარძელებისთვის მხარი არ დაუჭერია.

აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე წუთიანი კამათის შემდეგ, სხდომა 21:00 საათამდე, დეპუტატების სიტყვით გამოსვლებით გაგრძელდა.

პარლამენტის რეგლამენტის განთვალისწინებით პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრმს არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს 21:00 საათამდე. სესიაზე კობა გვენეტაძის მოსმენა გრძელდება.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ