სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა

სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის დავა აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას და გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიას ეკა ქვლივიძე დღეს შეხვდა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ქვლივიძეს საშუალება ექნება, გორის სამხედრო აკადემიაში ლექციები წაიკითხოს. ამასთანავე, ის საფრენოსნო საქმიანობასაც დაუბრუნდება.

„ამ ეტაპზე დავა აღარ გაგრძელდება. ქალბატონ ეკას შესაძლებლობა ექნება, რამდენიმე მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა. მათ შორის, გორის სამხედრო აკადემიაში წაიკითხოს ლექციები მომავალ თაობას კონკრეტული სპეციალობით. გარკვეული დროის შემდეგ, ის აქტიურად დაუბრუნდება საფრენოსნო საქმიანობას“, - განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.

კონკრეტულად, თუ როდის შეძლებს ეკა ქვლივიძე საქმიანობას დაუბრუნდეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს ტექნიკურ საკითხებთანაა დაკავშირებული, რის გამოც, ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებენ.

იხილეთ ვიდეო: სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს