შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ადვოკატთა და პატენტრწმუნებულთა ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილებ ზურაბ ძნელაშვილმა, მორიგი სამუშაო შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს პატენტრწმუნებულთა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას შემოსავლების სამსახურის საბაჟო, იურიდიული და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ძირითადი საკითხები კონტრაფაქციული საქონლის კონტროლსა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ეხებოდა.

მისივე ცნობით, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა და დეტალურად გააცნო სტუმრებს ის ღონისძიებები, რომელსაც შემოსავლების სამსახური მომავალში განახორციელებს.

,,შემოსავლების სამსახური საბაჟო და საგადასახადო ორგანოებთან ერთად, მუდმივად ებრძვის კონტრაფაქციული საქონლის რეალიზაციას. ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატურია. ასევე განსაკუთრებით კონტროლდება კონტრაფაქციული საქონლის ექსპორტი, რომ არ მოხდეს ფალსიფიცირებული საქონლის გატანა ქვეყნის გარეთ.“ - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.

ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით, სხვადასხვა ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, პირველი სამუშაო შეხვედრა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან 20 მარტს გამართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა