ლევან გოგიჩაიშვილი აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვის ინიციატივის ჩაგდებაზე - საზოგადოებაში მე რომ არ გავმხდარიყავი ჰიპერპოპულარული, ამის გამო ჩააგდეს

ჩემი ინიცირებული იყო რეკლამის კანონი, ის ჩემს გამო ჩავარდა. დღეს საზოგადოებაში მე რომ არ გავმხდარიყავი ჰიპერპოპულარული, ამის გამო ჩააგდეს ის,- ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეროვნული პანკის პრეზიდენტს უსმენენ, კითხვებზე პასუხი ვერ მიიღო. ამასთან, გოგიჩაიშვილმა განმარტებები გააკეთა უმრავლესობის დეპუტატის შოთა ხაბარელის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, მმართველი პარტიიდან "არც თუ ისე დიდი ხნს წინ გასული კოლეგები ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო მეტს აკეთებენ".

„"ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრებაა, პროცედურული, თუ გინდათ ომი, ან რაც გინდათ ის დაარქვით. ამას მეორე მიზეზიც აქვს. იცით, რომ ჩემი ინიცირებული იყო რეკლამის კანონი,ის ჩემს გამო ჩავარდა. დღეს საზოგადოებაში მე რომ არ გავმხდარიყავი ჰიპერპოპულარული, ამის გამო ჩააგდეს ის. მე ვფიქრობ, მოსახლეობსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა აზარტული თამაშები. ამას დაბნეულობით მიაყოლეს სხვა კანონპროექტი. ახლა ამ კანონპროექტის უკან შემოტანა უნდათ. ჩვენ, ბუნებრივია, გვინდა, რომ დღეს ეს ამბავი არ მოხდეს. ამიტომ ამ ამბით აღშფოთდა ერთ-ერთი ჩვენი კოლეგა. პოლემიკა იმიტომ გაიმართა, რომ მისდაუნებურად ცოტა ზედმეტი მოუვიდა, .მაგრამ ეს არ არის პრობლემა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს პარლამენტია. ხან, ასე ხარ, ხან, ისე. ზოგჯერ მოგწონს და ზოგჯერ არ მოგწონს, მაგრამ ამას სჭირდება შეგუება.საზეიმო სხდომაზე ხომ არ ვსხედვართ?!

ჩვენ ვსხედვართ პარლამენტში სადაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი საკითხები წყდება დეპუტატზე იმის დაბრალება რომ შენს ფუნქციას კარგად რატომ ასრულებო, ვფიქრობ,სამართლიანი არ არის. მე ვფიქრობ, რომ კოლეგების მხრიდან არაეთიკური მიმართვა იყო. უბრალოდ, მეგობრულად ვურჩიეთ, რომ ლექსიკიდან ასეთ ტერმინებს თუ ამოაგდებს მისთვის უფრო კარგი იქნება. კარგი იქნება იმიტომ, რომ ალბათ, ახლა რცხვენია საკუთარი სიტყვების“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, ძალიან საშიში ტენდენციაა, როდესაც ერთი ხელით ხდება ეროვნული ბანკისა და პროკურატურის მოქმედებების განსაზღვრა.

„მე,დღეს აღვნიშნე, რომ ეს იყო ადეიშვილის სტილი, როცა ის პროკურატურასაც და ეროვნულ ბანკსაც აკონტროლებდა. შესაბამისად მოდიოდა ორკესტრირებული შეტევები დაინტერესებულ ხალხზე. დღესაც ეს განცდა მრჩება. აქცია, რომელიც კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ დაიწყეს ვფიქრობ, არის სინქრონში. ამიტომ ამას ვაპროტესტებთ მთელი დღის განმავლობაში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

პარლამენტმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას ითვალისწინებდა, ჩააგდო. 2 თვეზე მეტია, რაც აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგშია და მას პირველი მოსმენით დღეს უყარეს კენჭი. საკანონმდებლო ინიციატივას მხოლოდ 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა