გიგა ბოკერია უმრავლესობას - კლასიკური სოციალისტები ხართ, რომლებიც არიან ფარისევლები

„ჩვენი ფულით გინდათ, თქვენ იყოთ კარგად და მერე აქ ეროვნული ბანკის პრეზიდენტივით ჭკუა გვარიგოთ. გგონიათ, რომ თანამდებობაზე ყოფნა არის ხალხის აღზრდა? ხალხის მშობლები გგონიათ თქვენი თავი?“ - ამ კითხვებით „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა.

ბოკერიას მიერ გამოთქმული კრიტიკა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საბანკო რეგულაციებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრა.

გიგა ბოკერიას განცხადებით, ეკონომიკური ზრდა 3%-მდე შემცირდა და ამ მაჩვენებლით ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანას საქართველო კიდევ 100 წელი ვერ დაეწევა.

„ახლა ვუსმენდით „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ გამორჩეულ სპიკერს, რომელიც ხსნიდა, რომ ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანიაო. ზრდა, რომელიც შემცირდა და 3%-ს ვერ გადააჭარბა. ვერცერთ პროგნოზს ვერ მოარტყით. ახლა მსოფლიო ბანკის პროგნოზით კიდევ უფრო შემცირდება ეკონომიკური ზრდა. თქვენივე აღიარებით, ამ ზრდით ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანას ვერ დავეწევით კიდევ 100 წელი. „ქართული ოცნების“ სპიკერი ამბობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უთანასწორობა არ გაიზარდოსო. ანუ ყველა ღარიბი გინდათ, რომ იყოს ან ვერავინ ვერ გამდიდრდეს თქვენი ახირების გამო? თან ეს ახირება გულწრფელი არ არის. თქვენ გულწრფელი სოციალისტებიც არ ხართ, კლასიკური სოციალისტები ხართ, რომლებიც არიან ფარისევლები. ჩვენი ფულით გინდათ თქვენ იყოთ კარგად და მერე აქ ეროვნული ბანკის პრეზიდენტივით ჭკუა გვარიგოთ, რომელმაც ბრძანა, რომ ხალხი თურმე ბრიყვია, არ ზოგავენ ფულსო და ჩვენ ვასწავლით, როგორ უნდა დახარჯონ ფულიო. ამ სწავლებაში ამ ფულს წაართმევთ და კიდევ უფრო გაუძვირებთ ცხოვრებას.

უთანასწორობა კი არ არის პრობლემა. ყველას ცხოვრება უკეთესი უნდა გახდეს, ზოგის მეტად, ზოგის ნაკლებად. ჩვენ გვინდა, რომ ყველა უფრო მდიდარი იყოს, ვიდრე გუშინ იყო და თქვენ გაქვთ ამბიცია, რომ კულტურას დაამკვიდრებთ და გგონიათ რომ თანამდებობაზე ყოფნა არის ხალხის აღზრდა? ხალხის მშობლები გგონიათ თქვენი თავები? მშობლები კი არა ჯერ საკუთარ კულტურაზე ილაპარაკეთ,“ - მიმართა გიგა ბოკერიამ უმრავლესობას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო